ყუბანის გუბერნატორი, ალექსანდრე ტკაჩოვი, რომელიც რამდენიმე
ხნის დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთში ე.წ. სპეცწარმომადგენლად დანიშნა, სოხუმში
ჩასასვლელად ემზადება. ამის შესახებ ტკაჩოვი და ალექსანდრე ანქვაბი სატელეფონო
საუბრის დროს შეთანხმდნენ.
მათ ასევე განიხილეს „აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხების
ფართო სპექტრი აფხაზეთისა და რუსეთის თანამშრომლობის კონტექსტში “ - იტყობინება
ყუბანის ადმინისტრაციის საიტი.
„აფხაზეთსა და რუსეთს ბევრის გაკეთება მოუწევთ… ტელეფონზე ყველაფერს ვერ
განიხილავ. ასე რომ, მალე წავალ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით“ - დაწერა ტკაჩოვმა
თავის მიკრობლოგზე.
შეგახსენებთ, მიუხედავა იმისა, რომ რუსეთს ოკუპირებულ აფხაზეთში ჰყავს თავისი ე.წ. ელჩი, დიმიტრი
მედვედევმა, სოხუმისთვის კიდევ
ერთი მაკონტროლებლის დანიშვნა ჩათვალა საჭიროდ. დანიშვნისთანავე ალექსანდრ ტკაჩოვი
აფხაზეთისა და რუსეთის ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნაზე ალაპარაკდა.
Internet.ge