ცხინვალის ე.წ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა მონაცემები იმის შესახებ, კონკრეტულად
რა რაოდენობის ხმები მიიღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ და მეორე ადგილზე
გასულმა კანდიდატებმა ლეონიდ თიბილოვმა და დავით სანაკოევმა. მონაცემები საკმაოდ
პარადოქსულია.
აღმოჩნდა, რომ
პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს ხმა მისცა 11 453 ადამიანმა. ეს უმაღლესი
მაჩვენებელია. მეორე ადგილზე გასული სანაკოევი კი 6 627 ადამიანს აურჩევია.
თუ გავითვალისწინებთ
იმას, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს მეორე ტურში უნდა დაუპირისპირდეს, რომელში
გამარჯვებაც ბევრად უფრო მარტივად მისაღწევია და ნაკლები ამომრჩევლის გამოცხადების
პირობებშია შესაძლებელი, გამოვა, რომ ოკუპირებულ რეგიონს, ერთი პატარა სოფლის მიერ
არჩეული, დიდი-დიდი, 7 ათასი კაცის მოწონებული „პრეზიდენტი“ ეყოლება.
მეორე ტური, როგორც
ცნობილია, 8 აპრილს ჩატარდება. მთლიანობაში კი ეს იქნება „არჩევნების“ მეოთხე
ტური, იმის გათვალისწინებით, რომ გასული წლის ნოემბრის შემდეგ, სეპარატისტებისა და
მათი მოსკოველი პატრონებისათვის, ეს,
ედუარდ კოკოითის შემცვლელის არჩევის მეოთხე მცდელობაა.
Internet.ge