რუსი
ბლოგერები ჩისტიე პრუდის ბულვარზე, სადაც ოპოზიცია, სახელწოდებით „ოკუპაიაბაი“, უწყვეტ აქციას
მართავს, დარბევას ელოდებიან.
„ოკუპაიაბაი“-ზე პრეფექტურის ჩინოვნიკები მოვიდნენ და რაღაც აქტებს ადგენენ.
მოდიან დაკავებულთა იზოლატორებში გადასაყვანი მანქანები. შესაძლებელია დარბევა.
მოდით ყველა, საჭიროა მხარდაჭერა!“ - ასეთი შინაარსის ჩანაწერი დადო „ტვიტერზე“
ოპოზიციონერმა ილია იაშინმა.
მანამდე სავარაუდო დარბევის შესახებ „ტვიტერზე“ იუწყებოდა ქსენია სობჩაკიც, რომელიც, ასევე, ჩისტიე პრუდის ბულვარზე აქციის
მონაწილეებთან ერთად იმყოფება.
დღეს დილით მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით გავრცელდა მოსკოვის მერიის
განცხადებაც იმის შესახებ, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა „ვიდრე აქცია მშვიდობიანი
ფორმით მიმდინარეობს, მის დარბევას არ აპირებს“. თუმცა ბლოგერები წერენ, რომ
დარბევისთვის სწორედ მოსკოვის მთავრობა ემზადება.
ამ დროისთვის, მერიის
წარმომადგენლები აქციის მონაწილეებისგან ტერიტორიის „ზედმეტი ნივთებისგან“ გაწმენდას მოითხოვენ.
Internet.ge