აფხაზეთის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა სირიელ
რეპატრიანტებს 50 ათასი რუბლი და აფხაზურ ენაზე დაბეჭდილი წიგნები აჩუქეს -
იუწყება „აპსნიპრესი“.
სააგენტოს ცნობით, დღეისათვის აფხაზეთში უკვე 21 სირიელი
რეპატრიანტი ცხოვრობს, მათ შორის 10 ბავშვია. ისინი დროებით სასტუმრო „აიტარში“
არიან შესახლებულები, რის შემდეგაც გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში ჩაასახლებენ,
სადაც ე.წ. რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტი მათთვის განკუთვნილ ბინებს უკვე
არემონტებს.
რეპატრიანტების სატრანსპორტო და აფხაზეთში ჩამოსვლის, ისევე
როგორც დროებით სასტუმროში ცხოვრების ხარჯებს სოხუმის ე.წ. მთავრობა ფარავს. მათ
აფხაზური ენის გაკვეთილებსაც უტარებენ.
Internet.ge