სააგენტო
„აპსნიპრესის“ ცნობით, გაგრაში წყალმომარაგების პრობლემას თურქული ფირმა
მოაგვარებს.
ამის შესახებ
ალექსანდრე ანქვაბისა და გაგრის სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი
ბარციცმა ისაუბრეს.
ანქვაბის თქმით,
პროექტის შედეგად, რომელსაც თურქული კომპანია „ჯანტუ ინშატ“ ახორციელებს, ქალაქ
გაგრაში წყალმომარაგების სამაგალითო სისტემა შეიქმნება. ადრე, ამ საკითხის
მოგვარებით „აბხაზვოდოკალასერვისი“ იყო დაკავებული, რომლის საქმიანობაც,
მარიონეტული რეჟიმის ლიდერის
თქმით, „თავიდანვე ჩაფიქრებული მასშტაბური ხასიათის აფიორა იყო“.
გაგრის შემდეგ, ანალოგიური პროექტი ბიჭვინთაშიც განხორციელდება.
Internet.ge