ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყებამ ნოტა გაუგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლითაც "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. დეპუტატის, ბალა
ბესტაუტის წუხანდელი დაკავების ფაქტის შესახებ ახსნა-განმარტებებს ითხოვს.
როგორც ე.წ. სამინისტრო იტყობინება, ისინი ბესტაუტის დაკავებისთანავე დაუკავშირდნენ რუსეთის საგარეო უწყებას და
"დეპუტატის" გათავისუფლებაც სწორედ ამის შემდეგ მოხდა.
თავის მხრივ, ბესტაუტის დაკავების ფაქტი დაადასტურეს ჩრდილო ოსეთში რუსეთის სასაზღვრო განყოფილების წარმომადგენლებმაც.
"ჩვენ
მოგვივიდა უწყება კონკრეტულ ადამიანზე – მისი დაკავების შესახებ. ის დავაკავეთ და
გადავეცით პოლიციას" - ამბობენ რუსი
მესაზღვრეები.
ჯერ-ჯერობით რუსეთის მხრიდან მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ
ვრცელდება. თავად ბესტაუტი კი,
რომელიც უკვე გათავისუფლებულია, ამბობს, რომ მის მიმართ პოლიციაში ოფიციალური ბრალდება არ
წაუყენებიათ. ბესტაუტის თქმით, ის
ინტერპოლის სანქციის საფუძველზე დააკავეს, რადგან საქართველოს მოთხოვნით იძებნებოდა.
Internet.ge