GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თიბილოვი "სამშობლოს მოღალატეს" ეძებს
20:14 21.05.2012
დღის სიახლეები

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სამართალდამცავ უწყებებს ე.წ. დეპუტატის ბალა ბესტაუტის დაკავების გარემოებების გარკვევა დაევალათ. სწორედ ბესტაუტის დაკავების ფაქტს განიხილავდნენ დღეს სეპარატისტული რეჟიმის ლიდერთან, ლეონიდ თიბილოვთან გამართულ თათბირზე.

თიბილოვის შეფასება ასეთი იყო: „ბესტაუტის წინააღმდეგ ორგანიზებულ იქნა პროვოკაცია“ - იუწყება სააგენტო „რეს“.

ამ ისტორიაში, ანუ რუსეთის ტერიტორიაზე, რუსი მესაზღვრეების მიერ ცხინვალელი ე.წ. დეპუტატის დაკავებაში, თიბილოვი პროვოკაციის ჯაჭვს ხედავს, რომელშიც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თბილისი, შემდეგ კი თავად ცხინვალი და მოსკოვიც შეიძლება იყვნენ გარეულები.

„დღეს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს მხრიდან სერიოზული პროვოკაციები ხდება. იქ მუშაობენ ინსტიტუტები, რომელთა საქმიანობაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული. მათ შეუძლიათ იმუშაონ პირდაპირ, ან მესამე ქვეყნების საშუალებით; ეძებენ და კვლავაც მოძებნიან ჩვენს ხალხს შორის ადამიანებს, რომლებიც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, უარს არ იტყვიან მათს დახმარებაზე. არის ასეთი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში - სამშობლოს ღალატი. აქ ამ მუხლის სუნი დგას“ - განაცხადა თიბილოვმა.

მან დაავალა ე.წ. შს მინისტრს - ვალერი ვალიევს, დაუკავშირდეს რუს კოლეგებს და გაარკვიოს რა მოხდა.

„აუცილებელია გაირკვეს, რა გახდა ბალა ბესტაუტის დაკავების მიზეზი. მას ხომ არაერთხელ გადაუკვეთავს ეს საზღვარი, ახლა კი გამოდის, რომ ასეთი რამ ყოველდღე შეიძლება მოხდეს. ეს არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება“ - აღნიშნა თიბილოვმა.

ბალა ბესტაუტი რამდენიმე დღის წინ რუსმა მესაზღვრეებმა გამშვებ პუნქტ ქვემო ზარამაგზე დააკავეს. როგორც თავად დაკავებული აცხადებდა, მას განუმარტეს, რომ
დაკავებულია ინტერპოლის სანქციის საფუძველზე, რომელმაც საქართველოს მოთხოვნით, ის, საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა.
internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
წულუკიანი: ჩვენი მიზანი იუსტიციის სამინისტროს სამართლიანობის ერთ-ერთ გარანტად ჩამოყალიბებაა1
ვანო მერაბიშვილმა მთავრობის მოქმედ წევრებთან არჩევნების შემდგომი ვითარება განიხილა2
ჰილარი კლინტონმა ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა3
უგულავა: დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი არჩევანს წინსვლაზე და განვითარებაზე გააკეთებს4
კოსმოსის პირობებში ცხოვრება ერთადერთ არსებას შეუძლია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X