აფხაზეთში რუსეთის მიერ მოწყობილი „ჩერქეზთა
გენოციდის“ ტრაგიკული თარიღი -148 წლისთავი აღნიშნეს და რუსეთ-კავკასიის ომის
მსხვერპლი გაიხსენეს, რომლებსაც სასაკლაო მოსკოვმა მოუწყო.
როგორც ცნობილია, მანამდე აფხაზეთში ამ თარიღის თამამად აღნიშვნას, რაც რუსეთის
ინტერესებს ეწინააღმდეგება, ვერ ბედავდნენ.
სერგეი ბაღაფშმა, თავისი მმართველობის პერიოდში, ამ დღის აღნიშვნა 31
მაისს გადაიტანა და მას მხოლოდ ფორმალური დატვირთვა ჰქონდა. 21 მაისს „ჩერქეზთა
გენოციდის“ აღნიშვნა მხოლოდ 2011 წლიდან დაიწყო.
დღეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობა თავად ალექსანდრე ანქვაბმა მიიღო. ასევე
სეპარატისტული რეჟიმის სხვა წარმომადგენლებმაც. მათ რუსეთის იმპერიის მსხვერპლთა
მემორიალთან ყვავილები მიიტანეს.
internet.ge