„მოსკოვი მიიჩნევს,
რომ აუცილებელია ინცინდენტების
პრევენციისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმების სამუშაო ჯგუფის
შეხვედრების განახლება ქართულ-აფხაზური საზღვრის რაიონში“ - განაცხადა რუსეთის
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟენევის დისკუსიების
თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას.
კარასინი ევროკავშირის სპეცწარმომადგენელს ფილიპ ლეფორს,
გაეროს წარმომადგენელს ანტი ტურუნენსა და ეუთოს წარმომადგენელს პადრეიგ მერფის
შეხვდა.
„მოხდა აზრის გაცვლა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის
საქართველოსთან საზღვრებზე შექმნილი სიტუაციის შესახებ“ - იუწყება „იტარ-ტასი“.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ჟენევის დისკუსიების მორიგი
რაუნდის მზადების შესახებაც, რომელიც 7-8 ივნისსაა დაგეგმილი.
Internet.ge