GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცხინვალი ალიანსს მოუწოდებს კარგად დაფიქრდეს, სანამ სახიფათო გზას დაადგება
11:52 25.05.2012
დღის სიახლეები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კვალდაკვალ, ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები სეპარატისტულმა ცხინვალმაც გააპროტესტა. განსაკუთრებით ის ნაწილი, სადაც ალიანსი რუსეთისგან მოითხოვს, გააუქმოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება.

სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, ჩიკაგოს სამიტზე მიღებული დეკლარაცია „იყო წინასწარ დაგეგმილი“ და „მიკერძოებული“, ისეთი, როგორსაც ქართული აუდიტორია მოელოდა.

„როგორც ცნობილია, სამხრეთ ოსეთი არ არის „საქართველოს რეგიონი“ და 2008 წლის აგვისტოში საქართველოს სამხედრო თავდასხმის დროს, სამხრეთ ოსეთის ხალხი სრული განადგურებისგან მხოლოდ რუსეთის ჩარევის წყალობით გადარჩა და უკვე 4 წელია სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა უსაფრთხოება რუსეთის ფედერაციის მიერაა გარანტირებული“ - აცხადებენ ცხინვალში.

ცხინვალი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების ტექსტს იმეორებს და ნატოს შეახსენებს, რომ ახლა „სხვა რეალობაა“, ხოლო სამხრეთ კავკასიის რუკაზე „ორი ახალი სახელმწიფო აღმოცენდა - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკები“.

ცხინვალი იმუქრება, რომ ალიანსი „კიდევ კარგად დაფიქრდეს, ვიდრე ძალიან სახიფათო გზას დაადგება, რომელიც, შეიძლება, არაპროგნოზირებადი შედეგების მატარებელი იყოს და ახალი დაძაბულობის პროვოცირება მოახდინოს“.

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის აღნიშნულ განცხადებამდე გავრცელდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება, რომელშიც მოსკოვი ასევე გაღიზიანებასა და პროტესტს გამოხატავს ჩიკაგოს სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში, ნატოს მიერ საქართველოსადმი მხარდაჭერის დაფიქსირების გამო.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლიტველმა მესაზღვრეებმა ქართველი არალეგალები დააკავეს1
საპარლამენტო უმცირესობა ახალ მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერს2
სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ თამაზ თამაზაშვილი პოლიტიკური რეპრესირების მსხვერპლია3
ბიძინა ივანიშვილი: ჩემს ოჯახს ვირუსები გამოუგზავნეს4
ცხინვალის პროკურატურა რუსულ კომპანიაზე საქმეს აღძრავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X