ოკუპირებულ აფხაზეთში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. როგორც
„ინტერნეტ.ჯი“-ს გალის რაიონიდან აცნობეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან
დაკავშირებით, რუსმა და აფხაზმა მესაზღვრეებმა ენგურის ხიდი ჩაკეტეს. ამასთან,
წყაროს ინფორმაციიათ, ჩაკეტილია შემოვლითი გზებიც.
„დამოუკიდებლობის დღეს, ყოველთვის ვცდილობთ ქართული მხარის
კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიყოთ, ეს აფხაზებმაც გაითვალისწინეს და ყველა გზას,
რომელიც ენგურზე გადის მკაცრად აკონტროლებენ“,- განუცხადა „ინტერნეტ.ჯი“-ს წყარომ.
მისივე ინფორმაციით, 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე მონაწილეობის
მიღების მსურველებმა თადარიგი 10 დღის წინ დაიკავეს და რამოდენიმე მათგანმა
ზუგდიდში გადმოსვლა მოახერხა.
ამასთან, როგორც „ინტერნეტ.ჯი“-სთვის გახდა ცნობილი, საქართველოში
საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, აფხაზეთის მარიონეტულმა მთავრობამ სასაზღვრო
ზოლის სიახლოვეს დამატებითი ძალა განალაგა.
Internet.ge