აფხაზეთსა და
ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ფედერაციამ 32 ე.წ. სასაზღვრო ობიექტი ააშენა,
რომლებიც უკვე ექსპლუატაციაშია შესული.
ოკუპირებულ რეგიონებში სულ 45 ასეთი ობიექტი უნდა აშენდეს, ეს
მარიონეტულ რეჟიმებსა და კრემლს შორის გაფორმებული ე.წ. საერთაშორისო
შეთანხმებებითაა გათვალისწინებული.
უშუალოდ „სასაზღვრო
ინფრასტრუქტურის“ მოწყობის გარდა, მოსკოვი, ოკუპირებულ რეგიონებში აშენებს
ადმინისტრაციულ და სხვა დამხმარე ნაგებობებს, ასევე საცხოვრებელს თავისი
მესაზღვრეებისა და მათი ოჯახებისათვის.
როგორც „აბხაზია ორგ“
წერს, აფხაზეთის „საზღვრებს“ დღესდღეობით, დაახლოებით 1300 მესაზღვრე იცავს, ასევე
8 სასაზღვრო კატერი - „სობოლი“ და „მანგუსტი“, ე.წ. სამხრეთ ოსეთის
„უსაფრთხოებაზე“ კი 1200 რუსი მესაზღვრე ზრუნავს.
ეს მონაცემები დღეს,
რუსეთში მესაზღვრის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.
Internet.ge