3 ფრანგი სენატორი, რომლებმაც მთიანი ყარაბაღი მოინახულეს,
აზერბაიჯანმა ე.წ. “შავ სიაში” შეიყვანა - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა
სამინისტროს პრესმდივანმა ელმან აბდულაევმა.
მისი თქმით, ასეთი ვიზიტები პრობლემის დარეგულირებას არ
ემსახურება და პირიქით, დაძაბულობას აღრმავებს, ასევე საეჭვოს ხდის საფრანგეთის, როგორც შუამავლისა და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანამთავმჯდომარის როლს.
საგარეო უწყება აცხადებს, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობის
გარეშე, მთიან ყარაბაღში
ჩასვლა დაუშვებელია და ეს „სომხური მხარის პროპვოკაციაა“.
მთიანი ყარაბაღი 22 მაისს სამმა ფრანგმა სენატორმა მოინახულა
- ფილიპ მარინიმ, სოფი ჟუასენმა და ბერნარ ფურნიემ.
Internet.ge