„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, შეშფოთებას
გამოთქვამს გალში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებით და მზადაა
დახმარების უზრუნველსაყოფად“ - ნათქვამია მისიის განცხადებაში, რომელიც გალში დღეს მომხდარ ინცინდენტთან
დაკავშირებით გავრცელდა.
კერძოდ, მასში ნათქვამია:
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს 28
მაისს გალში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელსაც სროლის
შედეგად ორი პოლიციელის და ერთი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის უზრუნველყოს ნებისმიერი სახის
აუცილებელი დახმარება, მათ შორის გააგზავნოს ფაქტების მოკვლევის ჯგუფი.
ასეთი ძალადობრივი ქმედებები მიუღებელია და მათ მხოლოდ სიტუაციის დესტაბილიზაცია
შეუძლიათ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თავშეკავებისაკენ მოწოდებით გამოდის,
რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლოს უსაფრთხოდ განაგრძოს ყოველდღიური ცხოვრება
გალის რეგიონში“ - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც მისიის
ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
შეგახსენებთ,
ინცინდენტი გალში დღეს მოხდა. აქტირტავას ქუჩაზე მდებარე კაფე
„ზოლუშკაში“ დაუდგენელმა ორმა პირმა კალაშნიკოვის ავტომატიდან
ცეცხლი გახსნა. შედეგად დაიღუპნენ მილიციის მაიორი ლეონიდ კვიცინია, სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების თანამშრომელი დევი ბუავა და სოფელ ნაბაკევის მკვიდრი გულთაზ რემიკოს ძე ყოლბაია.
დამნაშავეები ავტომანქანა „ვოლგით“ გაურკვეველი მიმართულებით მიიმალნენ.
Internet.ge