მახაჩკალაში კულტურისა და
სპორტის მინისტრის მოადგილე ნასირ გაჯიხანოვი მოკლეს.
თავდამსხმელებმა, რომლებიც
ავტომანქანით მოძრაობდნენ, გაჯიხანოვის მანქანას ესროლეს, რომელშიც იმ დროს
მინისტრის მოადგილე იჯდა. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
25 მაისს კი, მახაჩკალის
ერთ-ერთ საავადმყოფოში გულის შეტევით გარდაიცვალა დაღესტნის კულტურისა და სპორტის
მინისტრი არსენალი მურთაზალიევი.
რესპუბლიკის სამართალდამცავ
უწყებებში არ გამორიცხავენ, რომ გაჯიხანოვის მკვლელობა მინისტრის პორტფელისათვის
ბრძოლას შეიძლება უკავშირდებოდეს.
Internet.ge