ედუარდ კოკოითი სოხუმში აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ყოფილი ლიდერის
სერგეი ბაღაფშის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით ჩავიდა.
კოკოითი ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა და სერგეი ბაღაფშის მიერ სოხუმსა და
ცხინვალს შორის „ძმური ურთიერთობების“ გამყარების საქმეში შეტანილ წვლილზე ისაუბრა.
კოკოითმა აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები
„ქვეყნებსა და განსაკუთრებით, ახალგაზრდობას შორის მომავალშიც უნდა
გაგრძელდეს“.
ანქვაბთან შეხვედრაზე კოკოითმა განაცხადა, რომ აპირებს შექმნას ფონდი, რომელიც
ე.წ. სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზოგადოებრივი და კულტურული
ურთიერთობების განვითარებით დაკავდება.
internet.ge