აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა
ჟენევის დისკუსიებზე გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს ანტი ტურუნენს შეხვდა.
შეხვედრაზე ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის დღის წესრიგი და ინცინდენტების პრევენციისა
და მათზე რეაგირების მექნიზმებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ჩირიკბას თქმით, „ინცინდენტების პრევენციისა და მათზე
რეაგირების მექანიზმებთან დაკავშირებით არსებობს კრიზისი, კრიზისიდან
გამოსვლისთვის კი გალის რაიონში ქართული მხარის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ
ქმედებებზე ადექვატური რეაგირებაა საჭირო“. მისი თქმით, სწორედ ეს არის მექნიზმის
ძირითადი ამოცანა.
„2011 წლის 29 დეკემბრიდან 11 მკვლელობა მოხდა, რომლებიც არ ასახულა საქართველოში
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ანჟეი ტიშკევიჩის მოხსენებაში.
ჩვენი პოზიცია ტიშკევიჩთან დაკავშირებით კვლავ პრინციპული რჩება“ - განაცხადა
ჩირიკბამ.
ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 7-8 ივნისსაა დაგეგმილი.
Internet.ge