ოკუპირებულ
ცხინვალში დღეს რუსეთის ე.წ. საელჩო გაიხსნება.
ადგილობრივი
სააგენტო „რეს“-ის ცნობით, საელჩოს შენობის გახსნასთან დაკავშირებით სადღესასწაულო
მიღება გაიმართება.
„დღევანდელ დღეს
ორმაგი მნიშვნელობა აქვს. პირველი - ეს არის მიღება „რუსეთის“ დღესთან“
დაკავშირებით, რომელიც 12 ივნისს აღინიშნება და მეორე - რუსეთის საელჩოს შენობის
გახსნა“ - განაცხადეს რუსეთის ე.წ. დიპწარმომადგენლობაში.
ცხინვალის
რეგიონში რუსეთის ე.წ. საელჩოს მშენებლობა 2010 წელს დაიწყო. ეს არის კომპლექსი,
რომელიც უშუალოდ 3-სართულიანი ოფისასა და 6-სართულიანი საცხოვრებელი სახლისგან
შედგება.
შენობის
გახსნასთან დაკავშირებით ცხინვალში რუსეთის ფედერაციიდან სტუმრებს ელოდებიან.
internet.ge