გამოცემა
anspress-ის ცნობით, სომხეთში ყარაბაღის პირველ ომში მონაწილე გენერლების შეკრება
გაიმართა, რომელშიც მაღალჩინოსანი სამხედროები და სამხედრო ექსპერტები
მონაწილეობდნენ.
კერძოდ,
შეკრებილებს შორის იყვნენ სომხეთის მთავარი სამხედრო ინსპექტორი მიხაილ
არუთინიანი, არკადი ტერ-ტადევოსიანი - მეტსახელად „კომანდოსი“, გენერალი სერგეი
საროიანი, და ა.შ.
„შეხვედრის
მონაწილეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აზერბაიჯანულ მხარეს ძალიან მკაცრი და უხეში
პასუხი უნდა გაეცეს, ამასთან არა ნაწილობრივი, არამედ ფართომასშტაბიანი“ - წერს anspress.
„როგორც
კი ომი დაიწყება, ყველა, დეპუტატი, არ აქვს მნიშვნელობა - მდიდრი თუ ღარიბი, ფეხზე დადგება,“ - განაცხადა დეპუტატმა სეირან
საროიანმა.
internet.ge