სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის თურქ კოლეგას
„აზერბაიჯანის პროვოკაციების წახალისებაში“ სდებს ბრალს.
ახმედ დავუთოღლუს განცხადებას იმის შესახებ, რომ ის
შეშფოთებულია აზერბაიჯანელი სამხედროების დაღუპვის გამო, ედვარდ ნალბანდიანი
„რასიზმს“ უწოდებს.
ეს „რასიზმს ჰგავს“ - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა
მინისტრმა დღეს, ერევანში ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან და ირლანდიის
ვიცე-პრემიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„მაშინ, როცა საერთაშორისო საზოგადოება მკაცრად გმობს ამ
სისხლიან ინცინდენტებს და მოუწოდებს მხარეებს თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან,
თურქული მხარის მსგავსი განცხადებები, თავისი არსით, აზერბაიჯანის ახალი
პროვოკაციების წახალისებას ნიშნავს” -
ციტირებს ნალბანდიანის
განცხადებას სააგენტო „რეგნუმ“.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ თურქეთი მთელი 20 წლის მანძილზე „ზიანს აყანებდა“
კონფლიქტის გადაჭრის პროცესს და ამდენად, მისი წევრობა მინსკის ჯგუფში შეკითხვებს ბადებს.
Internet.ge