აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხური მხარის მიერ
კვლავ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ იუწყება.
აზერბაიჯანული მედია სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებს
ავრცელებს, რომლის თანახმადაც სომხურმა მხარემ წუხელ ცეცხლი გახსნა პოზიციებიდან,
რომლებიც განთავსებულია სომხეთის რესპუბლიკის დასახლებულ პუნქტ კრასნოსელსკში.
„ისროდნენ, ასევე, ოკუპირებული
ხოჯევანის რაიონის უსახელო სიმაღლეებიდან“ და კიდევ რამდენიმე სოფლიდან.
აზერბაიჯანულმა მხარემ საპასუხო ცეცხლი გახსნა და როგორც
იუწყება, ჩაახშო შეტევა.
სომხური მხარე წუხელ ცეცხლის რეჟიმის დარღვევისა და
საზღვარზე სროლების შესახებ, ჯერ-ჯერობით, ინფორმაციას არ ავრცელებს.
Internet.ge