ცხინვალის ე.წ.
მშენებლობის მინისტრი ანატოლი მაშელკინი აცხადებს, რომ რუსეთმა უკვე დაამტკიცა
2012 წლის საინვესტიციო პროგრამა და ცხინვალი პირველი ჩარიცხვის მოლოდინშია. ეს, დაახლოებით, 1,5 მილიონი რუბლი იქნება. აღნიშნული
თანხა იმ ობიექტებზე დაიხარჯება, რომელთა მშენებლობაც დაწყებულია, გარკვეული ოდენობა
კი გზების შეკეთებას მოხმარდება.
თუმცა ე.წ. მშენებლობის
მინისტრი ამბობს, რომ დაფინანსება არ შეეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის
დროს დანგრეულ და დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებს.
„ამასთან მშენებლობის
სამინისტროს კავშირი არ აქვს. ამ სახლების მშენებლობის დამკვეთი აღდგენის
სახელწმიფო კომიტეტი იყო, რომელიც ლიკვიდირებულია და მისი უფლებამოსილებები
მშენებლობის სამინისტროს უნდა გადმოეცეს, ამიტომ ამ ობიექტებზე, ჯერ-ჯერობით,
ვერაფერს გეტყვით,“ - განაცხადა მაშელკინმა.
„ცხინვალისათვის
საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 16 მილიონის გამოყოფის საკითხი რუსეთის ბიუჯეტში
აისახება“ - წერს „ოსინფორმი“.
Internet.ge