აფხაზეთის მარიონეტული
რეჟიმის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა გალის რაიონში კრიმინოგენურ მდგომარეობასთან
და ქართული ტერორისტული ჯგუფების აქტივიზაციასთან დაკავშირებით თათბირი ჩაატარა -
იუწყება „აპსნიპრესი“.
ე.წ. საგარეო საქმეთა
მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ ანქვაბს მოახსენა, რომ გალის რაიონში საქართველოს
მიერ „ტერორისტული მოღვაწეობის განახლების“ შესახებ ინფორმაცია ჟენევის
მოპალარაკებათა ბოლო რაუნდზეც გააჟღერეს და კონკრეტულად აშშ-ის წარმომადგენლებსაც
მიმართეს.
ე.წ. სახელმწიფო
უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ასლან ბჟანიამ და ანტიტერორტისტული ცენტრის
უფროსმა რაულ ლოლუამ კი განაცხადეს, რომ ბოლო პერიოდში გალის რაიონში გაიზარდა
მძიმე დანაშაულებათა რიცხვი, ასევე გახშირდა ადამიანების გატაცების ფაქტები.
ანქვაბმა გალის რაიონის
სამართალდამცავი სამსახურების მუშაობის კოორდინაციაზე გაამახვილა ყურადღება და
განაცხადა, რომ „ჩვენ მკაცრი პასუხი უნდა გავცეთ მოსაზღვრე მხარის მოქმედებებს“.
უახლოეს მომავალში ე.წ.
უშიშროების საბჭოს სხდომა სწორედ გალის რაიონში სამართალდამცავი ორგანოების
მუშაობას მიეძღვნება.
Internet.ge