ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერმა
თეიმურაზ მამსუროვმა „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ
ოსეთი „ყოველთვის იყო და უნდა იყოს კიდეც რუსეთის შემადგენლობაში, რადგან ოსეთი
რუსეთის სახელმწიფოში შედიოდა. ამიტომ ეს უსამართლობა უნდა აღმოიფხვრას. მაგრამ
ჩვენ არ ვაჩქარებთ მოვლენებს,“ - განაცხადა მან.
ლიდერმა აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით,
კმაყოფილია დღევანდელი მდგომარეობით, რისთვისაც „ღირდა ცხოვრება“, რადგან ე.წ.
სამხრეთ ოსეთმა „დამოუკიდებლობა“ მიიღო.
მამსუროვის თქმით,
მომავალში მოხდება ის, რაც უნდა მოხდეს და „ჩვენ ვიქნებით ერთად რუსეთის
შემადგენლობაში,“ - დასძინა მან.
Internet.ge