გალის რაიონის სოფელ
ხუმუშკურში საკუთარი სახლიდან გაიტაცეს 1977 წელს დაბადებული ლაშა ბელქანია -
იუწყება „აპსნიპრესი“.
სააგენტოს ცნობით,
თვითმხილველები ამბობენ, რომ გამტაცებლები მეგრულად საუბრობდნენ, აგრესიულად
იქცეოდნენ, ერთ-ერთი მათგანი კი ნიღბით იყო. მათ ავტომატით დაცხრილეს ბელქანიას
ავტომანქანაც.
აფხაზური გაზეთების მიერ
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოგვიანებით, გამტაცებლებმა ბელქანიას ნათესავებს დაურეკეს და
გამოსასყიდი 50 ათასი დოლარი მოსთხოვეს.
როგორც გალის ე.წ. შს
რაიონული განყოფილების უფროსმა ლაურენს კოღონიამ განაცხადა, მათ 2 დღე მისცეს
ახლობლებს და ფულის არგადახდის შემთხვევაში ბელქანიას მოკვლით დაიმუქრნენ.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“
იუწყებოდა, გუშინ აფხაზურმა მხარემ განცხადებები გააკეთა, რომელშიც გალის რაიონში
სიტუაციის დაძაბვაზე მიუთითებდა და ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაში ქართულ
მხარეს ადანაშაულებდა.
აღნიშნული ინფორმაცია და
მასში „მეგრულად საუბარზე“ ხაზგასმაც, სავარაუდოდ, ამ პროპაგანდის შემადგენელი
ნაწილია.
Internet.ge