ჩეჩნეთში, ვედენოს
რაიონში ტყეში მყოფმა ბოევიკებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის შინაგანი ჯარების
სამხედრო ნაწილს. შედეგად დაიღუპა კონტრაქტით მომუშავე ერთი სამხედრო პირი.
მიუხედავად იმისა, რომ ძალოვნებმა საპასუხო ცეცხლი გახსენეს, თავდამსხმელებმა
ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.
ოფიციალურ სტრუქტურებსა
და იატაკქვეშა მოძრაობას შორის დაპირისპირება არ წყდება დაღესტანშიც. ქალაქ
ხასავიურტში სროლების შედეგად, ამჯერად, ორი მოზარდი დაიჭრა, რომლებიც თანატოლებთან
ერთად სროლის დროს სტადიონზე იმყოფებოდნენ.
Internet.ge