კონტრაქტორ
ორგანიზაციებს, რომლებმაც ცხინვალის რეგიონში სამშენებლო სამუშაოები უხარისხოდ
შეასრულეს, მოძებნიან და შეცდომებს გამოასწორებინებენ. ამის შესახებ ადგილობრივი
გაზეთები იუწყებიან.
ეს ძირითადად, რუსული
კომპანიებია, რომლებსაც თავის დროზე ფული სრულად გადაურიცხეს, თუმცა სამუშაოები ან
უხარისხოდ შეასრულეს, ან სულაც, ბოლომდე არ მიიყვანეს. მარიონეტული რეჟიმი ახლა
მათი ძებნით არის დაკავებული.
მას შემდეგ, რაც
კომპანიებს დაწყებული სამუშაოების ბოლომდე მიყვანას აიძულებენ, მათთან კონტრაქტებს
აღარ გააფორმებენ.
Internet.ge