აფხაზური ციტრუსების ექსპორტი
რუსეთში ორჯერ გაზრდება. 1-ელი აპრილიდან აფხაზეთის სოფლის მეურნეობის პროდუქცია
ექსპორტის გადასახადისგან გათავისუფლდა. სოხუმი იმედოვნებს, რომეს სიახლე „პარტნიორებთან“
ტვირთბრუნვას მნიშვნელოვნად გაზრდის, აფხაზეთს კი დსთ-ის თავისუფალი ვაჭრობის
ზონაში ჩართავს.
სეპარატისტული რეჟიმის
გადაწყვეტილებით, გადასახადისგან გათავისუფლდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფართო
სპექტრი, მათ შორის, ციტრუსები, ჩაი, ყვავილები და სპირტიანი სასმელები.
წელს რუსეთში
სეპარატისტები 20-22 ტონა ციტრუსის გატანას აპირებენ. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ
„აფხაზეთთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებით შავიზღვისპირა ქვეყნებია
დაინტერესებული, მათ შორის თურქეთი, რომელიც
შავ ზღვაზე ტრაპზონი-სოხუმის რეგულარული საბორნე ხაზის შექმნის საკითხს ამუშავებს“.
internet.ge