აფხაზეთის მარიონეტული
რეჟიმის ლიდერი ბრიტანეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „შერიგების რესურსების“
პროგრამის დირექტორს ჯონათან კოენს და
კავკასიის პროგრამის დირექტორს რეიჩელ კლოგს შეხვდა. მათ ალექსანდრე
ანქვაბს მოხსენება წარუდგინეს, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
შეიქმნა და აფხაზეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტს ეხება.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს დასავლეთის ქვეყნების პოზიცია აფხაზეთთან მიმართებაში
და სხვა საკითხები, რომლებიც აფხაზეთში საერთაშორიოს ორგანიზაციების მოღვაწეობას
ეხება - იუწყება „აპსნიპრესი“.
„ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული ინტერესი შევხვდეთ დიპლომატებს, რომლებიც
საქართველოში არიან აკრედიტებულები, არიან ევროკავშირის დელეგატები, ასევე
წარმოადგენენ რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ქართული მხარის პოზიციას
ახმოვანებენ,“ - განაცხადა ანქვაბმა შეხვედრაზე და დასძინა, რომ თუ მათ აფხაზეთთან
თამაშრომლობა სურთ, „მაგალითი რუსეთისგან უნდა აიღონ, რომელიც პრაქტიკულ
დახმარებას და მხარდაჭერას გვიწევს“.
სტუმრებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთში მათი ბოლო ვიზიტის შემდეგ, ანუ გასული წლის
ოქტობრის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა. „ამის დანახვა სასიამოვნოა“ - აღნიშნა
კოენმა. ამის შესახებ ანქვაბის საინფორმაციო განყოფილება იუწყება.
internet.ge