აფხაზური მხარე
ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექნიაზმის ფარგლებში გალის
შეხვედრებს ისევ ბოიკოტს უცხადებს. ბოიკოტის მიზეზი მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენელთა მოთხოვნაა, რომ
მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიიღოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის
ხელმძღვანელმა ანჟეი ტიშკევიჩმა, რომელიც სეპარატისტებმა პერსონა „ნონ-გრატად“
გამოაცხადეს.
თუმცა გუშინ, ბოლო
მომენტამდე საერთაშორისო შუამავლები იმედს არ კარგავდნენ, რომ დღეს დაგეგმილი
შეხვედრა შედგებოდა. სოხუმს ტიშკევიჩთან დაკავშირებული პოზიციების გამო შეხვედრის
დელეგაციების ხელმძღვანელთა მოადგილეების დონეზე ჩატარებაც შესთავაზეს.
როგორც „ეხო კავკაზა“
იუწყება, გამოცემასთან საუბრისას ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ
დღევანდელი შეხვედრისთვის ემზადებოდნენ, თუმცა ინტერვიუს ჩაწერიდან ცოტა ხანშივე
ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა აღარ შედგება.
გაეროს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენლის ანტი ტურუნენის თქმით, შეხვედრაზე
რიგი ტექნიკური საკითხები უნდა განეხილათ.
Internet.ge