GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ანქვაბი: ჩართულობის პროგრამებზე და ნეიტრალურ პასპორტებზე ფიქრისთვის დრო არ გვაქვს
10:07 30.06.2012
დღის სიახლეები

ალექსანდრე ანქვაბი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჰანსიორგ ჰაბერს შეხვდა.

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ „საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატები და დელეგატები არ ითვალისწინებენ იმას, რომ აფხაზეთი სხვა მდგომარეობაშია“ - იუწყება „აპსნიპრესი“.

„აფხაზეთს სხვა მხარდაჭერა სჭირდება. ეს არ ნიშნავს იმ სამუშაოს უარყოფას, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციები ეწევიან. ეს ნიშნავს, რომ ეფექტური მუშაობის პერიოდმა გაიარა. თუ სერიოზულად არ შეიცვლება რამე ჩვენთან ურთიერთობაში, ასეთი შეხვედრების აზრს ვერ ვხედავთ“ - განაცხადა ანქვაბმა და დასძინა, რომ „არ გვაქვს დრო ე.წ. „ჩართულობის პროგრამებზე“ და „ნეიტრალურ პასპორტებზე“ ვიფიქროთ“.

ამასთან, ანქვაბმა ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთის მოსახლეობას არ აძლევენ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის უფლებას, უარს ეუბნებიან იქ სამედიცინო დახმარებაზე და განათლების მიღებაზე.

„ეს დასავლეთის მხრიდან ბლოკადაა“ - განაცხადა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა.

შეხვედრის დასასრულს ანქვაბმა ევროკავშირის წარმომადგენლებს განუცხადა:
„ჩვენ მშვიდად ვიცხოვრებთ, განვვითარდებით არა ოკუპირებულ, როგორც დასავლეთი თვლის, არამედ თავისუფალ და დამოუკიდებელ აფხაზეთში და ჩვენ ყველაფერი კარგად გვექნება“ - წერს „აპსნიპრესი“.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თამუნა შონია: ახალაია ოპონენტის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად კანდიდატურას არ მოხსნის1
გიორგი თარგამაძე: ინგა გრიგოლია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია2
აშშ-ს საელჩოსთან გამოცხადებული განგაში უსაფუძვლო აღმოჩნდა3
ანქვაბი: ჩართულობის პროგრამებზე და ნეიტრალურ პასპორტებზე ფიქრისთვის დრო არ გვაქვს4
16 თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ძიძა საქმის განახლებას ითხოვს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X