რუსეთ-აფხაზეთის
„საზღვარი“ ზაფხულის დასაწყისიდან დღემდე 600 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა, რაც
ერთნახევარჯერ მეტია გასული წლის ანალგიურ პერიოდთან შედარებით - იუწყება ‘’იტარ-ტასი" რუსეთის „ფსბ“-ს სანაპირო დაცვის შავი
ზღვა-აზოვის სასაზღვრო განყოფილების მონაცემებზე დაყრდნობით.
მესაზღვრეები
ასევე აღნიშნავენ, რომ გაიზარდა მოქალაქეების ნაკადი, რომლებიც ყოველდღიურად
კვეთენ „საზღვარს“. საპასპორტო კონტროლს ყოველდღიურად 28 ათასი ადამიანი გადის.
საკურორტო სეზონზე კი ამ მაჩვენებლის 50%-ით გაზრდას ვარაუდობენ.
სასაზღვრო
განყოფილებაში განაცხადეს, რომ განსაკუთრებითაა დატვირთული ადლერის
საკონტროლო-გამშვები პუქტი და მიუთითებენ, რომ აფხაზეთში მოსახვედრად და პირიქით
მიმართულებაზე, ალტერნატიული საზღვაო და სარკინიგზო მარშრუტებიც არსებობს.
internet.ge