„2008 წლის აგვისტოს
შემდეგ რუსული ფინანსური დახმარება არასაკმარისად ეფექტურად გამოიყენებოდა. ამ
საქმეში არის ნაკლოვანებები, ის მიმდინარეობდა არასაკმარისი ტემპებით და
უხარისხოდ“ - განაცხადა ცხინვალში მყოფმა ვლადიმერ პუტინის მრჩეველმა ტატიანა
გოლიკოვამ და მოითხოვა, რომ ფული, რომელსაც ამის შემდეგ გამოუყოფს ცხინვალს
რუსეთი, გამოყენებულ უნდა იქნას დანიშნულებისამებრ - აღდგენასა და ახალი
ობიექტების მშენებლობაზე.
შესაბამის დოკუმენტსაც
მალე მოეწერება ხელი და მასში გაწერილი იქნება ყველა ჩასატარებელი ღონისძიების
კონკრეტული ვადა.
რუსეთიდან ჩამოსული
გოლიკოვა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი 4
ივლისიდან ცხინვალში იმყოფებიან და ყველა იმ ობიექტს ათვალიერებენ, რომელთათვისაც
გასული წლების განმავლობაში გამოიყო რუსული ფული, მაგრამ თანხა არამიზნობრივად
დაიხარჯა. სწორედ ამიტომ, მოსკოვი, ამიერიდან, გამოყოფილი სახსრების ხარჯვაზე
მკაცრი კონტროლის დაწესებას აპირებს.
internet.ge