რუსეთის სახმელეთო
ჯარების მეთაური ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში განთავსებულ რუსეთის მე-4 და
მე-7 სამხედრო ბაზებს ინპექტირებას ჩაუტარებს.
ვლადიმერ ჩირკინი
ცხინვალსა და ძაუს რაიონში ჩავა, სადაც სამხედრო ნაწილებია დისლოცირებული,
შეამოწმებს მათ საბრძოლო მომზადებას, პირადი შემადგენლობის დაკომპლექტების
პრინციპს, შეიარაღების მდგომარეობასა და მატერიალური საშუალებებით მომარაგების
საკითხს.
როგორც რუსეთის თავდაცვის
სამინისტრო იუწყება, ინსპექტირება „ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მშვიდობის
შენარჩუნების მიზნით რუსული სამხედრო კონტინგენტის შესვლის 20 წლისთავთან
დაკავშირებით ხდება“.
internet.ge