აფხაზეთში რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდალი იმყოფება
18:09 13.07.2012
|
დღის სიახლეები
|
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი და ე.წ. თავდაცვის მინისტრი რუსეთის
ფედერაციის სახმელეთო ჯარების სარდალს ვლადიმერ ჩირკინს შეხვდნენ.
შეხვედრაზე 2009 წელს გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით
გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
აღნიშნული შეთანხმებით რუსეთმა აფხაზეთთან 49-წლიანი თანამშრომლობის დოკუმენტი
გააფორმა, რომლის მთავარი მიზანიც რუსეთის ბაზების ოკუპირებულ ტერიტორიაზე სწორედ
ამ ვადით დარჩენაა.
დეტალურად რაზე ისაუბრეს რუსმა გენერალ-პოლკოვნიკმა და მარიონეტული რეჟიმის
წარმომადგენლებმა, აფხაზური მედია არ აკონკრეტებს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|