აფხაზეთის
ე.წ. პარლამენტის წევრი იური ზუხბა მოსკოვისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს
იმასთან დაკავშირებით, რომ მონაკოში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე
რუსეთის დელეგაციამ საქართველოს შესახებ რეზოლუციას, რომელშიც აფხაზეთი და
ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებადაა მოხსენიებული, ხმა „წინააღმდეგ“ არ
მისცა და მხოლოდ „თავი შეიკავა“.
„ჩვენ ველოდებით ახსნა-განმარტებას რუსეთის ფედერაციის ოფიციალური
სტრუქტურებისგან“ - განაცხადა ზუხბამ.
რაც შეეხება ევროკავშირის დამკვირვებლებს, ე.წ. დეპუტატმა განაცხადა, რომ
რეზოლუციაში ჩაწერილი მოწოდების მიუხედავად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მათ არ
დაუშვებენ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის პოზიციამ ცხინვალიც აღაშფოთა.
რამდენიმე დღის წინ კი ახსნა-განმარტება აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა
სამინისტრომაც მოითხოვა.
internte.ge