რუსეთიდან აფხაზეთის
ტერიტორიაზე გადასავლელი პუნქტი გაარემონტეს, მაგრამ რიგები და მგზავრთა
უკმაყოფილება ისევ სახეზეა. ალექსანდრე ანქვაბის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ
ე.წ. საზღვარზე რუსებს საჭირო რაოდენობის პერსონალი არ ჰყავთ. ამის გამო კი ხალხის
უკმაყოფილება იზრდება, რადგან განსაკუთრებით, საკურორტო სეზონზე რიგში დგომა
არავის ხიბლავს.
ანქვაბის თქმით, რუსმა
მესაზღვრეებმა აღიარეს ეს პრობლემა და ახლა დაჩქარებულ ვადებში ამზადებენ
პერსონალს.
სოხუმს იმედი აქვს, რომ
ადლერში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო წელს აფხაზეთს „ტურისტული პიკი“
ექნება.
Internet.ge