საქართველოს პოზიცია,
როცა თბილისი არ აღიარებს მთიან ყარაბაღში ჩატარებულ არჩევნებს,
საქართველო-სომხეთის ურთიერთობაზე უარყოფითად არ აისახება. ამის შესახებ ერევანში
გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის პირველმა ომბუდსმენმა ლარისა ალავარდიანმა
განაცხადა.
„საქართველოს პოზიცია
გასაგებია, რამდენადაც მასაც აქვს პრობლემები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან.
რომელიმე სხვა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ცნობა საქართველოს ინტერესებს
დააზარალებს,“ - განაცხადა ალავერდიანმა.
მისი აზრით, საქართველოს
ხელისუფლებას არ შეეძლო თავი შეეკავებინა და ნეიტრალური პოზიცია ჰქონოდა მთიან
ყარაბაღში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით, რადგანაც საქართველო „აფხაზეთთან
და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში აქტიურ ფაზაში იმყოფება“, ასეთ შემთხვევებში კი
ნეიტრალიტეტი მიუღებელია, - იუწყება „ნოვოსტი არმენია“.
Internet.ge