ცხინვალის სეპარატისტული
რეჟიმის დელეგაცია კმაყოფილია ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების
მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში გუშინ გამართული შეხვედრით.
როგორც დელეგაციის
ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოიანმა განაცხადა „მკვდარი წერტილიდნ“ დაიძრა იმ პირთა
გათავისუფლების საქმე, რომლებიც თბილისს ჰყავს დაკავებული.
გაგლოიანის თმით, ქართულ მხარეს უკვე აქვს ამ პირთა სია და ისინი, შესაძლოა, მალე
გაათავისუფლონ.
„ამ მიმართულებით წინსვლა არის და ეს წინსვლა მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა
გაგლოიანმა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სოფელ ზარდიანთკარში განთავსებულ ქათული პოლიციის
პოსტს. გაგლოიანის თმით, მათ მოისმინეს თბილისის პოზიცია, რომ ხდება აღნიშნული
რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა „და ჩვენ მოვისმინეთ ისიც, რომ ისინი მზად არიან
აღნიშნულ რეგიონში უსაფრთხოების გარანტიები წარმოადგინონ,“ - განაცხადა ცხინვალის
დელეგაციის ხელმძღვანელმა სააგენტო „რეს“-სთან საუბრისას.
Internet.ge