ოსურ ენას გაქრობა ემუქრება
12:11 06.04.2012
|
დღის სიახლეები
|
ცხინვალის ე.წ. პარლამენტმა რუსულ ენას „სახელმწიფო“ სტატუსი მიანიჭა. რეგიონში, სადაც მუდმივად საუბრობენ ადგილობრივი ოსური ენის გაქრობაზე, რუსული ენა, ოსურთან ერთად, მთავარი ენა ხდება. მართალია, „სამხრეთ ოსეთში“ რუსულთან ერთად სახელმწიფო ენა ოსურიცაა, თუმცა ამას უკვე ფორმალური ხასიათი აქვს, რადგან ახალი კანონი ავალდებულებს ე.წ. სახელმწიფო უწყებებს, მისი მიღებისთანავე საქმისწარმოება რუსულ ენაზეც დაიწყონ. სხვათაშორის, ჯერ კიდევ ედუარდ კოკოითის მმართველობის პერიოდში, როცა რუსული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭებაზე დაიწო საუბარი, ამ საკითხს ადგილობრივ „პარლამენტში” ოპონენტები გამოუჩნდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ თუკი ოსურთან ერთად რუსულსაც სახელმწიფო ენის სტატუსი მიენიჭება, ამით მათი მშობლიური ენა მხოლოდ დაზარალდება. ამის არგუმენტად კი „იუნესკოს“ ბოლო ანგარიში დასახელდა, სადაც ნათქვამია, რომ ოსური იმ ენათა ჩამონათვალშია, რომელსაც გაქრობა ემუქრება. მიუხედავად ამისა, ცხინვალის „პარლამენტმა“ კანონი რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ, ხმათა უმრავლესობით მიიღო, რითაც გასული წლის რეფერენდუმის შედეგები გაამყარა. 2011 წლის 13 ნოემბერს ჩატარებულ რეფერენდუმზე, რეგიონის მოსახლეობის 83,99%-მა დაუჭირა მხარი რუსულისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებას. თავად ოსურ ენასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობას კი ისიც ადასტურებს, რომ „პარლამენტმა“ რუსული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭების პარალელურად, ასევე, დაამტკიცა პროგრამა, რომელიც ოსური ენის „შენარჩუნებას, შესწავლას და განვითარებას გულისხმობს“. პროგრამა 5 წელზეა გათვლილი. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|