ცხინვალში იმყოფება კრემლის დსთ-სა და აფხაზეთისა და
სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების განყოფილების ჰუმანიტარული
დეპარტამენტის წარმომადგენლობა, რომელიც მარიონეტული რეჟიმის ლიდერს შეხვდა.
დელეგაცია ამოწმებს წინა
დელეგაციის ვიზიტისას დასახული ამოცანების შესრულების მიმდინარეობას, რაც
ჯანდაცვის, განათლებისა და საკურორტო სფეროებს ეხება.
რა მიზნები დასახეს ამ
სფეროებთან დაკავშირებით ან ახლა შესრულების რა ეტაპზეა ეს ყველაფერი, უცნობია,
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ცხინვალი მოსკოვის განსაკუთრებული
ინტერესის ობიექტი გახდა და კრემლის დელეგაციების სტუმრობა იქ უჩვეულოდ ინტენსიურ
რეჟიმში მიმდინარეობს.
Internet.ge