უკრაინა და ბელორუსი უახლოეს მომავალში სცნობენ სამხრეთ ოსეთს. ამის
შესახებ სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. ელჩმა რუსეთში დიმიტრი მედოევმა „ნოვი
რეგიონის“ კორესპონდენტს განუცხადა.
„ჩვენ
პირველ რიგში აღირების იმედი ყოფილო საბჭოთა რესპუბლიკებისგან გვაქვს. ჩვენ
ამისკენ მივისწრაფვით, რადგან ხალხებს, რომლებიც ერთად შედიოდნენ საბჭოთა კავშირსა
და რუსეთის იმპერიაში, საერთო ისტორია აქვთ. სამამულო ომის დროს ჩვენ ერთად
ვიცავდით ჩვენს საერთო სამშობლოს. ბევრმა ოსმა ჰპოვა თავისი უკანასკნელი ნავსაყუდელი
უკრაინისა და ბელორუსის მიწაზე. ამ ისტორიის წაშლა არ შეძლება. ჩვენ დაახლოებისას
ვეცდებით. არის რიგი ფაქტები, რომლებიც ხელს არ უწყობს ინტეგრაციას, მაგრამ დროთა
განმავლობაში ყველა ბარიერი მოისხნება“ - განაცხადა მედოევმა.
internet.ge