აზერბაიჯანელი სამხედრო
ექსპერტი უეზირ ჯაფაროვი აცხადებს, რომ სომხური მხარის მიერ გავრცელებული
ინფორმაცია, თითქოსდა, აზერბაიჯანელმა სამხედრო ფირუზ ფარაჯევი თავად ჩაბარდა
მოწინააღმდეგის შეიარაღებულ ძალებს, სიცრუეა და ფარაჯაევი სომხეთის დაზვერვამ
გაიტაცა.
ექსპერტის თქმით,
ჯარისკაცმა ორი დღით ადრე მშობლებს დაურეკა, რომლებიც მის სანახავად უნდა
ჩასულიყვნენ.
აზერბაიჯანის
საზოგადოების წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლებს,
გაააქტიურონ ძალისხმევა, რათა სომხური მხარის ტყვეობიდან იხსნან გატაცებული
ჯარისკაცი, რომელიც რიგითია და არავითარ სამხედრო საიდუმლოებას არ ფლობს.
Internet.ge