ცხინვალში მონაცემთა ბაზის შედგენას იწყებენ, რომელშიც ცხინვალის რეგიონიდან საზღვარგარეთ წასული ადამიანების მონაცემებს შეიტანენ. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ მეთოდით ისინი საკადრო პრობლემებს გადაწყვეტენ.
ცხინვალი უკმაყოფილოა იმითაც, რომ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდებისათვის ქვოტების გამოყოფა არ ამართლებს. მათი უმრავლესობა უკან აღარ ბრუნდება. ამიტომ გადაწყვიტეს, კარგი სპეციალისტები თავად ცხინვალში მიიწვიონ, თანაც ისეთ სპეციალობებზე, რომლებიც ამ ეტაპზე საერთოდაც არ არსებობს.
საკადრო რეზერვის შესავსებად შესაბამისი განცხადება ადმინისტრაციამ უკვე გააკეთა, მაგრამ ჯერჯერობით, ეს მცდელობაც წარუმატებელია. განცხადებას გუშინ 63 წლის პენსიონერი გამოეხმაურა, რომელიც უარით გაისტუმრეს.
internet.ge