ცხინვალის გაზმომარაგება გაზსადენზე მომხდარი ავარიის შედეგად
შეწყვეტილია.
ისაკ ხარებოვის ქუჩაზე, სადაც მაგისტრალური მილი
გადის, „სვიაზსტროიინვესტის“ მუშებმა სამშენებლო სამუშაოების დროს საშუალო წნევის
გაზსადენი დააზიანეს, რის გამოც ცხინვალისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება მთლიანად
შეწყვეტილია.
ამ დროისათვის გაზსადენზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს -
იუწყება „ინტერფაქსი“.
internet.ge