ე.წ. პარლამენტის
სპიკერმა ვალერი ბგანბამ განაცხადა, რომ შემოსავლების შესახებ დეკლარაციების შემოღება
ყოვლად წარმოუდგენელია, რადგან აფხაზეთში სრულიად მოუწესრიგებელია საბანკო სისტემა,
ვაჭრობა და ბუღალტერია.
„საკითხს რეალურად უნდა
შევხედოთ. ძალიან ძნელია ილაპარაკო დეკლარაციის შევსებაზე, როცა ყველაფერი ჩვენთან
ნაღდი ანგარიშსწორებით ხდება, როცა არ გვაქვს საკასო აპარატები, როცა ადამიანები
ფულს სახლში ინახავენ და არა ბანკში. მე არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ამისათვის
აუცილებელია წესრიგის დამყარება საბუღალტრო აღიცხვაში, ვაჭრობაში, საბანკო
სფეროში, რომ ადამიანებს ბანკებში ფულის შენახვის შიში არ ჰქონდეთ,“ - განაცხადა
ბგანბამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე.
Internet.ge