GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
Stratfor: რუსეთს ოკუპირებულ რეგიონებში 7 ათასი სამხედრო ჰყავს
17:10 06.04.2012
დღის სიახლეები

ამერიკული ანალიტიკური კომპანია Stratfor-ის ექსპერტები, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, რუსეთის გავლენის შესახებ წერენ. მათი დასკვნებით, მოსკოვს ეს ტერიტორიები ყოფილ საბჭოთა მოკავშირეებზე (ანუ საქართველოზე) ზეწოლის ბერკეტად სჭირდება. ასეთი ბერკეტი კი ანალიტიკოსების აზრით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსული სამხედრო ძალაა, რაც მათი მონაცემებით ორივე სეპარატისტულ რესპუბლიკაში  7 ათას სამხედროს შეადგენს.

„რუსეთმა აჩვენა, რომ შეუძლია და გამოიყენებს კიდეც ამ თვითაღიარებულ რესპუბლიკებში თავის დომინანტურ პოზიციას იმისთვის, რომ დასაჯოს თავისი ყოფილი მოკავშირეები იმ მოქმედებებისთვის, რომლებიც არ მოსწონს მოსკოვს.

მაგალითად, რუსეთი თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, როცა თბილისი აქტიურად მისდევდა პროდასავლურ კურსს (იგულისხმება მისი მცდელობა შევიდეს ნატო-ში). მოგვიანებით კი მან აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მას შემდეგ განათავსა თავისი სამხედრო ძალები ამ ტერიტორიებზე, რაც შეიძლება მუდმივი საფრთხე იყოს საქართველოსთვის“ - ნათქვამია ანალიტიკური ცენტრის დოკუმენტში.

მასში ასევე ხაზგასმულია საქართველოსა და რუსეთს შორის ძალთა აშკარა უთანასწორობა და აქედან გამომდინარე კი ის, რომ საქართველოს არ შეუძლია რეალობა ომის გზით შეცვალოს. ამასთან, Stratfor-ის ექსპერტების აზრით, რუსეთს არ აქვს არანაირი სურვილი, ეს ტერიტორიები კვლავ მიუერთდეს ყოფილ მფარველს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში, მოსკოვი ზეწოლის ბერკეტებს დაკარგავს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
ცესკო ყველა პარტიულ აქტივისტს მოუწოდებს, საოლქო კომისიებს მუშაობაში ხელი არ შეუშალონ2
რუსმა სამხედროებმა ნაღმმტყორცნებით სკოლა-ინტერნატი დაცხრილეს (VIDEO)3
90 წლის მამაკაცმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა (VIDEO)4
პოლიციელებმა აზებაიჯანელ მოქალაქეს 77 ჭრილობა მიაყენეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X