აფხაზეთში მოსახლეობის
დისპანსერიზაციის მიზნით რუსეთიდან ექიმთა მობილური ჯგუფები ჩავიდნენ.
დისპანსერიზაცია რამდენიმე
ეტაპად, რუსული მეთოდიკის შესაბამისად ჩატარდება - იუწყევა „აპსნიპრესი“. მისი
მიზანია სამედიცინო დახმარების მიმართულებით მოსახლეობის საჭიროებები გამოავლინოს,
რაც მომავალში აფხაზეთისათვის სამედიცინო სფეროში დახმარების გამოყოფისას იქნება
გათვალისწინებული.
რუსული
მობილური ჯგუფები ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც გაიგზავნა.
internet.ge