ე.წ. სამხრეთ ოსეთის
გენპროკურატურა აპირებს სისხლის სამართლის საქმეები აღძრას ადგილობრივ უნიტარულ
საწარმო „დორექსპოსტროისა“ და რუსულ დახურულ სააქციო საზოგადოება „აკვა-ტ“-ზე.
ამის შესახებ მარიონეტული რეჟიმის ლიდერს თათბირზე გენპროკურორმა მოახსენა.
მერაბ ჩიგოევის თქმით,
რუსული კომპანია ცხინვალში უკაონონო ბიზნესით იყო დაკავებული, „დორექსპოსტროი“ კი, გენერალური
კონტრაქტორი იყო.
საგამოძიებო მოქმედებები
რეგიონის ე.წ. მშენებლობისა და ეკონომიკის სამინისტროების ყოფილ წარმმადგენელთა
მიმართაც მიმდინარეობს.
„ჩვენ ვაპირებთ
გავგზავნოთ რუსეთში წერილი 50 შემხვედრი შემოწმების ჩატარების თაობაზე რუსეთის
ფედერაციის სხვადასხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, რომლებთანაც ჩვენს
ორგანიზაციებს ჰქონდათ საქმე, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების კომიტეტს,“ -
განაცხადა ჩიგოევმა.
Internet.ge