ცხინვალში კოკოითის ე.წ. მთავრობის წევრებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება
ოკუპირებული რეგიონის ე.წ.
შსს-ს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებამ პროკურატურაში უკვე გადაგზავნა
მასალები კაპიტალური, გზების მშენებლობისა და არქიტექტურის ყოფილი ე.წ.
მინისტრების ჩერმენ ხუგაევისა და რუდოლფ ჯიოევის, ასევე სააქციო საზოგადოება
„აკვა-ტ“-ს გენერალური დირექტორის ვ. სტავროვის შესახებ, რომელთა ქმედებებშიც
თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები, უკანონო მეწარმეობისა და
თაღლითობის ნიშნები იკვეთება - იუწყება სააგენტო „რეს“.
მარიონეტული რეჟიმის ე.წ.
გენპროკურორის, მერაბ ჩიგოევის განცხადებით, წინა ე.წ. ხელისუფლების პერიოდში
ჩინოვნიკების მხრიდან უამრავ სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი და სისხლის
სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი არაერთი მოხელის მიმართ დადგება.
internet.ge